გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გივი მიქანაძე გიორგი სოსიაშვილის წიგნის – ,,რჩეული მოთხრობების‘‘პრეზენტაციას დაესწრო

15-07-2025

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი სოსიაშვილის პროზაული კრებულის – ,,რჩეული მოთხრობების‘‘ პრეზენტაციას დაესწრო.

 

გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და თანამედროვე ლიტერატურის განვითარების საქმეში, გიორგი სოსიაშვილის წვლილზე ისაუბრა.

 

პროზაული კრებული აერთიანებს 11 მოთხრობას და მწერალთა სახლის საგამომცემლო კონკურსში გამარჯვებული გამომცემლობის, ,,მერიდიანის" მიერ გამოიცა.

 

წიგნის პრეზენტაციას, რომელიც მწერალთა სახლში გაიმართა, ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები და ლიტერატურით დაინტერესებული საზოგადოება.