გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

25 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „მტკიცე სული 2025“ (Agile Spirit 2025) გაიმართება

15-07-2025

25 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „მტკიცე სული 2025“ (Agile Spirit 2025) გაიმართება. სწავლებას საქართველო მეთორმეტედ უმასპინძლებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 


Agile Spirit 2025 მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალებს შორის მზადყოფნის დონის ამაღლებას, ურთიერთთავსებადობისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას. სწავლების მთავარი შემადგენელი კომპონენტებია სამეთაურო-საშტაბო ნაწილი, ქართულ-ამერიკული ტაქტიკური კონვოი სენაკი-ვაზიანის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, კომბინირებული სწავლება საბრძოლო სროლებით, სპეციალური ოპერაციების ძალების ერთობლივი აქტივობები და საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ვალიდაცია.


Agile Spirit 2025 საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკაში ჩატარდება. საქართველოში დაგეგმილ Agile Spirit 2025-ს ერთობლივად უხელმძღვანელებს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია და მასში საქართველოს, აშშ-ის, თურქეთის, პოლონეთის, გერმანიის, იტალიის, საბერძნეთის, მოლდოვას, რუმინეთის, ბულგარეთის, სლოვაკეთის, ლიეტუვას და უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ მონაწილეობას. სწავლებაში დამკვირვებლებად იქნებიან წარმოდგენილი სომხეთისა და იაპონიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.


Agile Spirit 2025 რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდება, კერძოდ: კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, ვაზიანში - საბრძოლო მომზადების ცენტრსა და ვაზიანის პოლიგონებზე, ნორიოს საწვრთნელ არეალში, მუხროვანსა და სენაკში - მე-2 ქვეით ბრიგადაში. სწავლებაში წარმოდგენილი იქნება საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკა და საჰაერო საშუალებები.


სწავლებაში მონაწილეობისთვის საქართველოში მოზიდულია აშშ-ის არმიის საბრძოლო მანქანები და მრავალფუნქციური ვერტმფრენები UH60 „შავი ქორი“, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში არსებული შვეულმფრენი პუმა AS332.


სწავლების აღსრულება დაიწყება 21 ივლისს, ამერიკულ-თურქული ერთობლივი საჰაერო სადესანტო ოპერაციით თურქეთში, ადანას პროვინციასთან ახლოს.