გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

აწყურის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოების დათვალიერება დეკემბრამდე გადაიდო

21-11-2018

მას შემდეგ რაც აწყურის ტაძრის პროექტის ერთ–ერთმა ავტორმა მშენებელი ძეგლის დარღვევებით შენებაში დაადანაშაულა, საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოს სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შეესწავლა. საბჭოს წევრები აწყურში ოქტომბერში უნდა ჩამოსულიყვნენ, თუმცა, აქ მიმდინარე პროცესები, ამ დრომდე არ დაუთვალიერებიათ.

 

საპატრიარქოს ხელოვნებისა და ხუროთმოძღვრების ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დეკანოზი ბესარიონი ამბობს, რომ აწყურში ჩასვლა ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა: "ადგილზე ჩვენი წარმომადგენლები არიან და ინფორმაციას პერიოდულად გვაწვდიან. ჩასვლას მობილიზება სჭირდება. სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ შევძელით".

 

პროექტის ერთ–ერთი ავტორი, გოგოთურ მისრიაშვილი მშენებელ კომპანიას ძეგლის რესტავრაციის დარღვევებით მიმდინარეობაში ადანაშაულებს და საბჭოს ოქტომბერში აწყურში სწორედ ეს საკითხი უნდა შეესწავლა.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, რომ მშენებლობას მუდმივ მონიტორინგს უწევენ: „სამუშაო პროცესები ძალიან კარგად და ხარისხიანად მიმდინარეობს. ამას მეთვალყურეობას უწევენ როგორც ჩვენი, ასევე, საპატრიარქოს საბჭოს წარმომადგენლები. გარდა ამისა, საპატრიარქოს საბჭომ შარშან ჩასვლისას მომუშავე ჯგუფს ნდობა გამოუცხადა. დეკემბერში საბჭოს წევრების აწყურში ჩამოყვანას სააგენტო უზრუნველყოფს“.

 

აწყურის ტაძრის რესტავრაციას სამშენებლო კომპანია „ივერთმშენი“ ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ახორციელებს. კომპანია საქართველოს საპატრიარქოში ხელოვნებისა და ხუროთმოძღვრების საბჭომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან ერთად შეარჩია. ეკლესიის აღსადგენად აწყურში 9 200 2000 ლარი იხარჯება.


sknews.ge