გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ვახტანგ ცინცაძე: ივნისში ექსპორტის 10 პროცენტზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა და ექსპორტის რეკორდული მოცულობა 640 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

15-07-2025

„ივნისში ექსპორტის 10 პროცენტზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა და ექსპორტის მოცულობამ 640 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის ეს მაჩვენებელი რეკორდულია ივნისის თვის მაჩვენებლებთან შედარებით. ასევე რეკორდულია 6 თვეში სავაჭრო ბრუნვა, რომელიც 13 პროცენტით გაიზარდა და 12 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. აღნიშნული განაპირობა იმ ბიზნეს აქტივობამ, რაც ქვეყანაში ფიქსირდება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.


საგარეო ვაჭრობის სტატისტიკური მაჩვენებლების კომენტირებისას, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ აღნიშნულს მხარს უჭერს, ერთი მხრივ, ის სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც მცირე და საშუალო მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის ზრდისკენაა მიმართული, მეორე მხრივ კი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომლებიც საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან აქვს. როგორც ვახტანგ ცინცაძემ აღნიშნა, მთავრობა აქტიურად მუშაობს, რათა გაიზარდოს იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორმებული.


„ყოველივე ზემოაღნიშნული გვაძლევს მყარ საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ის პოზიტიური ტენდენციები, რაც საქართველოს ეკონომიკაში მეოთხე წელია ფიქსირდება, გაგრძელდება, და შესაბამისად, საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა 2025 წელს გლობალური მასშტაბით," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.