გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზემო აჭარაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

15-07-2025

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის სპეციალისტები, მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, ღონისძიებებს ზემო აჭარაში ახორციელებენ. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში, სპეციალიზებული ტექნიკით და  თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით,  420 ჰექტარი ფართობი  სოფლის ტერიტორია დამუშავდა.

ღონისძიებები ადგილობრივ თვითმმართველობასთან კოორდინაციით ტარდება. შეწამვლის შესახებ წინასწარ ხდება მოსახლეობის ინფორმირება.

ფუტკრის დაცვის მიზნით, ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება მეფუტკრე ფერმერებს და სამუშაოები ღამის საათებში ტარდება. 

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები  დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს.