გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

15-07-2025

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქუთაისში ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 17.394 გრ. ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი" და 129.266 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი (ფუძე)" და უკანონო რეალიზაციის მიზნით აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებას ახდენდნენ.


სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას სხვადასხვა სახის წებოვანი ლენტები, ელექტრო სასწორი, ერთჯერადი პოლიეთილენის პარკები და ნარკოტიკების დასაფასოებლად საჭირო სხვადასხვა ნივთები ამოიღეს.


სამართალდამცველებმა ბრალდებულები 13 ივლისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ", მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა) და 260-ე კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ" და მეექვსე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.