გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი გახარია: ქვეყნის ერთიანობა დღეს ჩვენი საერთო მიზანია და ჩვენ თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ პოლიციელს დავიცავთ

21-11-2018

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ომის ვეტერანებთან ერთად შინდისის გმირთა მემორიალს პატივი მიაგო და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული 17 გმირის საფლავი ყვავილებით შეამკო. ღონისძიებას შიდა ქართლის რეგიონში გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ ვეტერანებს სიტყვით მიმართა.


„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იმდენი ემოციური, აბსოლუტურად რეალობას მოწყვეტილი რამ იყო ნათქვამი იმ ხალხთან დაკავშირებით, რომლებიც 2008 წელს საქართველოსთვის თავს წირავდნენ, რომ ერთმნიშვნელოვნად ჩვენ ჩავთვალეთ ამ ხალხს დავდგომოდით გვერდში. ჩამოვედით, რათა პირველ რიგში იმ პოლიციელებს, რომლებიც იბრძოდნენ და ყველა სამხედროს ვინც აქ იბრძოდა, ოფიციალურად ვუთხრათ: რეალობას მოწყვეტილი რაღაც იდეები, რომ შეიძლება ვიღაცამ ადამიანს, რომელმაც სიცოცხლე გასწირა, ქვეყნის ერთიანობისთვის იბრძოდა, რომ მათ შეიძლება რაღაც რისკები გაუჩნდეთ. თითოეულ ამ ადამიანს, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უწყებები ყოველთვის ედგება გვერდით, დაიცავს როგორც მათ უფლებებს, ასევე ყველა იმ საკითხში, რომელიც მათ ესაჭიროებათ დღეს, ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით. ეს ყველაფერი არის სრული სიცრუე და ყოველგვარ რეალობას აბსოლუტურად მოწყვეტილი, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სწორედ აქ მოვსულიყავით ვეტერანებთან ერთად, 2008 წლის ომის ვეტერანებთან, როგორც პოლიციელებთან, ასევე სხვა დანაყოფების წარმომადგენლებთან. ჩვენ გვესმის, რომ ამ ხალხისთვის ეს საოკუპაციო ხაზი არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა და ქვეყნის ერთიანობა დღეს არის ჩვენი საერთო მიზანი და ჩვენ თითოეულ მათგანს, თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ პოლიციელს დავიცავთ ყოველთვის“. - განაცხადა გიორგი გახარიამ.