გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი მცხეთა-მთიანეთში რწყვის მიმდინარეობის საკითხებს გაეცნო

16-07-2025

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა  დირექტორმა  გიგლა თამაზაშვილმა მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში სარწყავი სისტემების ფუნქციონირების საკითხები რეგიონული სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად  განიხილა.


გენერალურმა დირექტორმა, სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად,  შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტებიც  დაათვალიერა და სისტემის გამართულად მუშაობისთვის არსებულ საჭიროებებზე მოისმინა ინფორმაცია.


აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად,  წყალუზრუნველყოფილი გახდა 4 375 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, სარწყავი წყლის მიწოდება 1600 ჰექტარზე გაუმჯობესდა.