გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თიბისის Crash კურსებზე გოგონებისთვის: 600-ზე მეტი დარეგისტრირებული სკოლის მოსწავლიდან 140-მა გოგომ დაიწყო სწავლა

16-07-2025

სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის თიბისიმ შექმნა საზაფხულო Crash კურსები, სადაც ისინი სრულიად უფასოდ სწავლობენ ტექნოლოგიებს და ეუფლებიან მომავლის პროფესიებს.


გოგონების მეტი ჩართულობისათვის თიბისი, კრეატიულ სააგენტო Playmakers-თან კოლაბორაციით, დაუკავშირდა ქართველ ინფლუენსერებს.


მათმა ჩართულობამ და TikTok-ზე გავრცელებულმა სამოტივაციო  ვიდეოებმა რეგისტრაციის რიცხვი საგრძნობლად გაზარდა და საერთო ჯამში თიბისის საზაფხულო Crash კურსებზე 600-ზე მეტი გოგონა დარეგისტრირდა.


თიბისის Crash კურსები გოგონები ეს არის ონლაინ კურსები ტექნოლოგიების ოთხი მიმართულებით, რომლებიც 9-12 კლასის მოსწავლე გოგონებს, მთელი საქართველოდან და არა მხოლოდ, სრულიად უფასოდ აძლევს შესაძლებლობას დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს.


6000-ზე მეტი დარეგისტრირებული გოგონადან, კონკურსის შედეგად, შეირჩა 140 მონაწილე, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში შეისწავლიან:

  • შესავალი ხელოვნურ ინტელექტში
  • შესავალი მობილური აპლიკაციების შექმნაში
  • შესავალი ვებგვერდები პროგრამირებაში: Back-End (Python & Flask)
  • შესავალი ვებგვერდების პროგრამირებაში: Front-End (HTML,CSS)

 

ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების, თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.