გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სალომე ზურაბიშვილი: არჩევნების გაყალბება ჩემგან ძალიან შორსაა

21-11-2018

ჩემგან ძალიან შორსაა არჩევნების გაყალბება, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა. მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ მისი მოსაზრებით სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბების საქმეზე, რომელსაც მთავარი პროკურატურა იძიებს.


„გამოძიება მიმდინარეობს ამ თემაზე. ვნახოთ, რას იტყვიან. ჩემგან ძალიან შორსაა არჩევნების გაყალბება, რადგან ამას არანაირი კავშირი აქვს ევროპასთან, არც დასავლეთთან და არც იმ მომავალთან, რომელიც საქართველოს ექნება.


მე არ ვფიქრობ, რომ არასამთავრობოების ნათქვამი უნდა დავიჯერო ან არ უნდა დავიჯერო. ვამბობ, რომ გაყალბება ჩემგან ძალიან შორსაა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.