გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერ-მინისტრი კორპორაცია „ინდორამას" მფლობელ ამიტ ლოჰიას შეხვდა

16-07-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რუსთავის აზოტის ინვესტორი კორპორაცია „ინდორამას" მფლობელ ამიტ ლოჰიას შეხვდა.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო კორპორაციის მიერ საქართველოში განხორციელებულ მსხვილ ინვესტიციებს, ასევე მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების მწარმოებელ ერთ-ერთ უმსხვილეს ქიმიურ საწარმოში - რუსთავის აზოტში დაგეგმილ სიახლეებს.


კორპორაციის მფლობელმა საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ხელს უწყობს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებას, რაც ეკონომიკურ ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე აისახება.


მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაცია „ინდორამა" მინერალური სასუქების, ინდუსტრიული ქიმიკატებისა და სხვადასხვა ქიმიური პროდუქტის მწარმოებელ საწარმოებს აერთიანებს. კორპორაცია ფლობს 160-ზე მეტ საწარმოს მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში და დასაქმებული ჰყავს 45 000 ათასზე მეტი ადამიანი.


შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, რუსთავის აზოტის სამეთველყურეო საბჭოს დირექტორი პრაკაშ კეჯრივალი და რუსთავის აზოტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ეფრემ ურუმაშვილი დაესწრნენ.