გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: ბრიუსელი არ უნდა დაემსგავსოს საბჭოთა მოსკოვს, წერილის ყველა პუნქტთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მკაფიო პასუხი, ცარიელი პოლიტიკური ულტიმატუმები ძალიან სამწუხაროა

17-07-2025

ბრიუსელი არ უნდა დაემსგავსოს საბჭოთა მოსკოვს, ჩვენ გვჭირდება არგუმენტები ყველაფერთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელიდან გამოგზავნილ წერილთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის კანონები, რომლებიც უკავშირდება ოჯახურ ღირებულებებს, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას, გამჭვირვალობას.


„ბრიუსელისთვის ყველა პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პასუხი. როცა საუბარია პატიმრებზე, იქ ძალიან მკაფიო პასუხი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ თითოეულმა ამ პატიმარმა ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული. ამაზე დაგვიწყონ საუბარი. კეთილი ინებონ და დაგვისაბუთონ, თუ აქვთ რაიმე სამართლებრივი კითხვები რომელიმე საქმესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ასეთი კითხვები არ არსებობს, შესაბამისად არის ცარიელი პოლიტიკური ულტიმატუმები, რაც ძალიან სამწუხაროა", - განაცხადა პრემიერმა.