გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ონში დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა

17-07-2025

ქალაქ ონში, ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის - დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დასრულდა.

 

ტურნირში, რომელიც ბეერ-შევას სახელობის პარკში არსებულ სპორტულ კომპლექსში გაიმართა, მონაწილეობა 15 მუნიციპალიტეტის სპორტულმა გუნდმა მიიღო.


ტურნირში 10 წონით კატეგორიაში გამოვლენილი გამარჯვებული სპორტსმენებით დაკომპლექტდება საქართველოს ეროვნული ნაკრები ახალგაზრდებს შორის, რომლებიც ბულგარეთში მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.

 

ტურნირი ონის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური უზრუნველყოფით, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.