გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: ტრაგიკული მდგომარეობაა ოპოზიციაში, არ შველით არაფერი, არც ევროპული ბიუროკრატიიდან მომდინარე შანტაჟი, „დიფ სთეითმა" მიიყვანა რადიკალური ოპოზიცია რადიკალურ გახლეჩვამდე

17-07-2025

ტრაგიკული მდგომარეობაა ოპოზიციაში, არ შველით არაფერი, არც ევროპული ბიუროკრატიიდან მომდინარე შანტაჟი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „დიფ სთეითმა" მიიყვანა რადიკალურ გახლეჩვამდე რადიკალური ოპოზიცია.


„4 წელი შანტაჟი გრძელდება ევროპული ბიუროკრატიის „დიფ სთეითის" მხრიდან, არაფერი შველის რადიკალურ ოპოზიციას, რადგან საზოგადოებამ დაინახა კარგად ყველაფერი. საზოგადოება ხედავს, რა მიზნებით მოქმედებს კონკრეტულ შემთხვევებში ევროპული ბიუროკრატია, როგორია შინაარსი იმ რადიკალური ოპოზიციის, რომელიც უპირისპირდება სახელმწიფო, ეროვნულ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, არაფერი არ შველის რადიკალურ ოპოზიციას, პირიქით, თავად „დიფ სთეითმა" მიიყვანა რადიკალურ გახლეჩვამდე რადიკალური ოპოზიცია. ხედავთ, რომ ორი პარტია აპირებს არჩვენებში მონაწილეობას, ორი პარტია არ აპირებს, ასეც და ისე, ნებისმიერი კონფიგურაციით, ბუნებრივია, მთელი ეს რადიკალური ოპოზიცია განწირულია ტოტალური მარცხისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.