გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს არ ეშინია არც ფორმალური, არც არაფორმალური სანქციების

17-07-2025

ბიძინა ივანიშვილის სანქციების რომ არ ეშინია, ყველამ ძალიან კარგად დაინახა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მასზე ჯერ მოქმედებდა არაფორმალური სანქციები, 2 მილიარდი გაუჩერეს აბსოლუტურად ყაჩაღური, სამარცხვინო ფორმით.


"როცა საუბარია ევროპაზე, ამას შევხედოთ, ეს არის ევროპისთვის შესაფერისი საქციელი? როდესაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, კომერციული ბანკის მეშვეობით უჩერებენ 2 მილიარდის თანხას კონკრეტულ ფიზიკურ პირს, მით უმეტეს ადამიანს, რომელსაც ეკავა ძალიან მაღალი პოლიტიკური თანამდებოდა, დღესაც უკავია მაღალი პოლიტიკური თანამდებობა. ეს არის ევროპისთვის შეუფერებელი ქმედებები. ასეთ რამეს 30 და 40 წლის წინ ევროპიდან ვერ წარმოვიდგენდით, თუმცა აქამდეც მიიყვანეს, სამწუხაროდ, ევროპა. ეს არის Deep State-ის საქმიანობის და გავლენის შედეგი.


ბუნებრივია, ტრაგიკულია ეს მდგომარეობა. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს არ ეშინია არც ფორმალური, არც არაფორმალური სანქციების. აქაც იგივეა, გამოდიან, შანტაჟის ენით საუბრობენ. ამას ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.