გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ლევან ხაბეიშვილი, რომლის მეტსახელი სახელფასო უწყისში იყო ანიტა, 5 000 ლარს იღებდა ყოველთვიურად დღემდე კონკრეტული წყაროდან, რომელიც ეჭვმიტანილია კორუფციაში, ყოველთვიურ დაფინანსებას იღებს ნოდარ მელაძეც

17-07-2025

ლევან ხაბეიშვილი სახელფასო უწყისში მითითებული იყო როგორც ანიტა, 5 000 ლარს იღებდა ის ყოველთვიურად და გრძელდებოდა დღემდე მისი დაფინანსება კონკრეტული წყაროდან, რომელიც ეჭვმიტანილია კორუფციაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასევე აქვს ინფორმაცია, რომ ყოველთვიურ დაფინანსებას იღებდა ნოდარ მელაძეც.


„ლევან ხაბეიშვილი, რომლის მეტსახელი არის ანიტა, მე არ მიმიყენებია შეურაცხყოფა მისთვის, სახელფასო უწყისში მითითებული იყო როგორც ანიტა - ლევან ხაბეიშვილი, ეს იყო ერთგვარი ნახევრად ფორმალური სახელფასო უწყისი, 5 000 ლარს იღებდა ის ყოველთვიურად და გრძელდებოდა დღემდე მისი დაფინანსება კონკრეტული წყაროდან, რომელიც ეჭვმიტანილია კორუფციაში. გუნდის ყოფილ წევრზეა საუბარი. არავის სახელსა და გვარს არ ვამბობ, ერთადერთი ვის სახელსა და გვარსაც ვამბობ, ეს არის ლევან ხაბეიშვილი და ნოდარ მელაძე, რომლებიც ყოველთვიურად იღებდნენ დაფინანსებას. სახელფასო უწყისი მაქვს ნანახი ხაბეიშვილის შემთხვევაში, მელაძეზე ვიცი, უწყისი არ ამიღია, მაგრამ ვიცი, რომ იღებდა ყოველთვიურ დაფინანსებას და დღემდე იღებს. არც თუ არასანდო ინფორმაცია მაქვს ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.