გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა კანონით დასჯადი ქმედებაა

17-07-2025

მოსავლის აღების შემდეგ  სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა გავრცელებული მავნე პრაქტიკაა. მიუხედევად იმისა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას რეგულარულად აფრთხილებს, არ განახორცილონ მსგავსი მოქმედება, გადაწვის ფაქტები მაინც ფიქსირდება.


სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა საფრთხეს უქმნის ქარსაცავ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას; იწვევს ნიადაგის თვისებების გაუარესებას, ნაყოფიერების დონის შემცირებას და, საბოლოოდ, ნიადაგის დეგრადაციას. გარდა ამისა, მცენარეული ნარჩენების დაცვა ზიანს აყენებს ბიომრავალფეროვნებას და  იწვევს გაუდაბნოებას.


სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა კანონით დასჯადი ქმედებაა და ითვალისწინებს 500-ლარიან ჯარიმას; კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, სამართალდამრღვევს 1500 ლარამდე ჯარიმისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდაც  შეიძლება მოუწიოს.  


ტერიტორიებს, სადაც მსგავსი ქმედების ჩადენის რისკი არსებობს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები აკონტროლებენ. სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები ტარდება.