გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მარიამ ქვრივიშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

18-07-2025

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.


ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან, ალპარსლან ბაირაქტართან, რომლის დროსაც მხარეები განიხილავენ ენერგეტიკის სექტორში ორი ქვეყნის თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ფორმატში. შეხვედრას დაესწრებიან თურქეთის ენერგეტიკული საწარმოების წარმომადგენლები.


საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი.