გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გახარია: კითხვის ნიშანი, ომი ვინ დაიწყო აბსურდულია, როგორ შეიძლება ომი დაიწყო საკუთარ მიწაზე?!

21-11-2018

ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ შინდისში ვეტერანებთან და მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ოკუპაციას უნდა დაერქვას ოკუპაცია, მას ვინც ქვეყნის ერთიანობისთვის იბრძოდა შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთლიანად სახელმწიფო დაიცავს.


“საერთოდ კითხვის ნიშანი, ომი ვინ დაიწყო აბსურდულია. როგორ შეიძლება ომი დაიწყო საკუთარ მიწაზე. გასაგებია, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიკური აურზაურისთვის. მინდა, რომ ხალხო იყოთ წყნარად, მშვიდად. იცოდეთ, რომ თითოეული თქვენი მეზობელი. თითოეული სამხედრო, პოლიციელი რომელიც იბრძოდა, ყველას შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო მთლიანად დაუდგება გვერდით.


ეს ადამიანები არიან გმირები და იბრძოდნენ საკუთარი მიწა-წყლის დასაცავად. ოკუპაციას უნდა დაერქვას ოკუპაცია და ეს ხალხი, ვინც აქ იბრძოდა, მათ უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფო მუდამ გვერდში დაუდგება. მესმის, რომ მძიმეა მაგრამ სიწყნარეში, სიმშვიდეში ქვეყანა წინ უნდა წავიყვანოთ. მადლობა და გული არ გაიტეხოთ, იცოდეთ რომ სახელმწიფო მუდამ თქვენს გვერდით დგას” – განაცხადა გიორგი გახარიამ.