გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ონის მერი სერგი ხიდეშელი იაპონიის ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკს შეხვდა

18-07-2025

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკს შეხვდა.

 

შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს შეეხო. განიხილეს ონის მუნიციპალიტეტში იაპონიის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები. ყურადღება გამახვილდა რაჭაში არსებულ ტურისტულ პოტენციალზე და ბიზნესგარემოზე.

 

ონის მერიაში გამართულ შეხვედრას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატის წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე და GGP პროგრამის საგრანტო კონსულტანტი ნანაკო შიგემოტო ესწრებოდნენ.