გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძესთან ერთად, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ჰარის თეოჰარისს შეხვდა

18-07-2025

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-საბერძნეთის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. საუბარი შეეხო სავაჭრო ბრუნვის ზრდას და მწვანე ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების წახალისებას. ნინო თანდილაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მწვანე ენერგეტიკული პოტენციალის მნიშვნელობას და საბერძნეთის მხრიდან აღნიშნული მიმართულებით არსებულ დაინტერესებას.


განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ენერგოსისტემების დაკავშირებას ისახავს მიზნად; აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა ჩატარდება, სადაც მხარეები ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს განიხილავენ.


საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა ათენში გაიმართა, სადაც ქართული დელეგაცია ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობს.