გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

წყალტუბოს მერია ბავშვებისთვის ტკბილეულს შეიძენს

12-12-2017

წყალტუბოს მერია ბავშვებისთვის ტკბილეულს შეიძენს. შესაბამისი ტენდერი SPA170015666   7 დეკემბერს გამოცხადდა. 800 ცალი საახალწლო სასაჩუქრე პაკეტის (ტკბილეული) შესყიდვა მომიწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს.

ტკბილეულის ჩამონათვალი ასეთია:

შოკოლადის კანფეტი ხილით, შოკოლადის კანფეტი ნაღებით და შესქელებული რძით, შოკოლადის კანფეტი კარამელით, შოკოლადისკანფეტიკაკაოთი, შოკოლადის კანფეტი მოხარშული შესქელებული რძით, შოკოლადის კანფეტი შოკოლადით, შავი შოკოლადის კანფეტი- შიგთავსიშავი შოკოლადის, რაოდენობა 4 ცალი.

თითოეული საახალწლო სასაჩუქრე პაკეტი(ტკბილეული) მოთავსებული უნდა იყოს მეტალის კოლოფში. კოლოფის ზომა არანაკლებ21,5X19X4,5სმ-ისა. სასაჩუქრე კოლოფი გაფორმებული უნდა იყოს საახალწლო თემატიკის ფერადი დიზაინით და უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.

როგორც მერიაში განმარტავენ, ტკბილეული ინკლუზიური ცენტრის, დრღის ცენტრ ,,პეპელას'' და იმ ბავშვებისთვის გადაეცემა, ვინც საახალწლო კონცერტზე მივა.

წყარო: რადიო "ძველი ქალაქი"