21-11-2018
მარნეულის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი წინასარჩევნო კამპანიის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის მოსახლეობას შეხვდა.
თამაზ ნავერიანმა ადგილობრივებს ის პროექტები გააცნო, რომლის განხორციელებაც უახლოეს ხანებში სოფელ წერეთელში იგეგმება. მათ შორისაა, ახალგაზრდებისთვის მინი-სტადიონის მშენებლობა და სოფლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. დეპუტატმა ადგილობრივებისგან არსებული პრობლემების შესახებაც მოისმინა და დახმარება აღუთქვა.
თამაზ ნავერიანმა, ასევე დეტალურად ისაუბრა პრემიერ ბახტაძის ინიციატივის შესახებ, რომელიც ე.წ. შავ სიაში მოხვედრილთათვის ვალების განულებას ითვალისწინებს.
მაჟორიტარი დეპუტატისა და წერეთლის მოსახლეობის შეხვედრა საქმიან და კეთილგანწყობილ რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც ადგილობრივებმა დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილისადმი მხარდაჭერა გამოხატეს.
თამაზ ნავერიანი მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებს ყოველდღიურად მართავს.