გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი შიდა ქართლის რეგიონში იმყოფება

22-07-2025

მინისტრი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდაკში კომპანიების  Family Farm (ფემილი ფარმი) და FFF Georgia (ფფფ ჯორჯია) მესაქონლეობის ფერმას,  ცხოველთა  საკვების საწარმოს და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებს. აღნიშნული საწარმოები სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით შეიქმნა.


მინისტრი გორის მუნიციპალიტეტში შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში შექმნილ საკალმახე და სასათბურე მეურნეობებში ფერმერებს შეხვდება და  არსებულ საჭიროებებზე ინფორმაციას მოისმენს.


დაგეგმილია შეხვედრები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურების თანამშრომლებთან. დავით სონღულაშვილი შიდა ქართლის სატყეო სამსახურის რეაბილიტირებულ ოფისსაც დაათვალიერებს.