21-11-2018
ფოტოკორესპონდენტი, მიხეილ სააკაშვილის დროს რეპრესირებული გიორგი აბდალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ხვალინდელი დღე ჩემ ცხოვრებაში ალბათ ყველაზე მძიმე იქნება, ყველაზე დიდი უსამართლობა რაც მოხდა ჩემ ცხოვრებაში ხვალ უნდა დასრულდეს, სამწუხაროა რომ ამ დღეს ჩემი უფროსი გარდაცვლილი ძმა ვერ ესწრება ვერც დეიდაჩემი რომელის უზომოდ მიყვარდა, ვერც ირაკლი გედენიძის დედა ,მადლობა ყველას ვინც ჩვენ სიცოცხლე გვაჩუქეთ, ვინც გლდანის ჯოჯოხეთთან იბძოდით ჩვენი სიმართლისათვის, მადლობა ყველა ჟურნალისტს იმ ადამიანებს ვინ გვეხმარებოდით ყოველი დღე გვებძოლა ხვალინდელი დღისათვის, განაჩენი რომელიც ხვალ უნდა დადგეს ეს თქვენი თითეულის გამარჯვების დღეა ,მადლობა მადლობა ყველას მადლობა. სააპელაციო სასამართლოში 11 საათზეა ფოტოგრაფების საქმის დასასრულია“-წერს აბდალაძე.