გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თავდაცვის სამინისტროში გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3-ზე კალათბურთში ტურნირი დაიწყო

23-07-2025

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდებს შორის გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3-ზე კალათბურთის ჩემპიონატმა სტარტი აიღო. წელს, ფინალურ თამაშებს გიორგი ანწუხელიძის მშობლიური ახმეტის მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს.


კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრის ტერიტორიაზე შესარჩევი თამაშების პირველი ეტაპი გაიმართა. ერთმანეთს, თავდაცვის ძალების მეორე და მესამე ქვეითი ბრიგადების გუნდები დაუპირისპირდნენ.


ჩემპიონატი ორ ეტაპს მოიცავს, რომელშიც თავდაცვის უწყების 27 გუნდი მონაწილეობს. თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების გარდა, ტურნირში სამოქალაქო ოფისის 3 გუნდია ჩართული. შესარჩევი ეტაპის შედეგად, სტრუქტურული ერთეულების პირველადგილოსანი გუნდები გამოვლინდებიან.


საფინალო ეტაპზე გადასული საუკეთესო გუნდები კი, 5-6 აგვისტოს ახმეტაში იასპარეზებენ. გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი გადაეცემა, ხოლო საპრიზო ადგილების მფლობელები შესაბამისი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.


ფინალურ ღონისძიებაზე დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები პარაკალათბურთში საჩვენებელ თამაშსაც გამართავენ.


გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3 კალათბურთში ჩემპიონატი, საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით მეხუთე წელია ტარდება.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.