გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კახა საბანაძე: იაგო ნებიერიძემ მოგვცა დამატებითი ჩვენება, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერტიმენტი, ველოდებით დოკუმენტური მასალის დამუშავებას

21-11-2018

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ 2004 წელს გორში გაუჩინარებული მოზარდის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კახა საბანაძის განცხადებით, 14 წლის წინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დამატებით გამოიკითხა ბრალდებული იაგო ნებიერიძე და ჩატარდა საგამოძიებო ექსპერტიმენტი.


„2004 წლის საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა ბრალდებული იაგო ნებიერიძე, მოგვცა დამატებითი ჩვენება. ჩვენების ფარგლებში ჩატარდა დამატებითი საგამოძიებო ექსპერტიმენტი, დათვალიერებულ იქნა მითითებული ადგილი და აღებულ იქნა დოკუმენტური მასალა. ამჟამად მიმდინარეობს ამ დოკუმენტური მასალის დამუშავება. რა დრო დაჭირდება ზუსტად ვერ ვიტყვით,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ.