გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ქრთამის მიცემისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

24-07-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მიცემის ბრალდებით ერთი პირი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


უწყების ცნობით, ამასთან, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლო იარაღი, რომელსაც ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.


„გამოძიებით დადგინდა, რომ 1988 წელს დაბადებულმა მოქალაქე ზ.მ.-მ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს უკანონო ქმედების, კერძოდ სასაზღვრო პუნქტის გვერდის ავლით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გადაყვანაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით ფულადი თანხა შესთავაზა. გარდა ამისა, მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლო იარაღი, რომელსაც ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.


ქრთამის მიცემისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ უწყებაში. 


ინფორმაციისთვის, დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.