12-12-2017
ბათუმის ბულვარში, სანაპიროზე, ბულვარის დაცვის სამსახურმა, ზღვიდან 21 წლის გოგონა გამოიყვანა. ბულვარის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა დაცვის სამსახურმა 12 საათზე იმ დროს შენიშნა, როცა ის ზღვაში შევიდა.
“სამმართველოს თანამშრომლებმა სანაპიროზე, კერძოდ, კი „პიერ ბათუმის“ ტერიტორიაზე, უბედური შემთხვევისგან იხსნეს 1996 წელს დაბადებული ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც ზღვაში შევიდა. (სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა სუიციდის მცდელობას) დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა ზღვაში შეცურეს და მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს”,- ნათქვამია ბულვარის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, გოგონას პირველადი სამედიცინო დახმარება სანაპიროზე გაუწიეს, შემდეგ კი, ბათუმის ჰოსპიტალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადმინისტრაცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის დაცვის პოლიციის თანამშრომლებს: ინსპექტორ ნიკო ანანიძეს და უმცროს ინსპექტორ გიორგი მახარაძეს გამოჩენილი მამაცობის, აგრეთვე, სამსახურებრივი მოვალეობის განსაკუთრებით სანიმუშო შესრულებისათვის.
წყარო: "კვირა"