გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პროკურატურამ ბათუმში, სასტუმრო „ბილიონერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული სროლის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

24-07-2025

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში, სასტუმრო „ბილიონერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული სროლის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.


„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულებმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს და ინახავდნენ ცეცხლსასროლ იარაღს, რითაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბათუმში, ჟიული შარტავას ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ბილიონერის“ მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად დაზიანდა სასტუმროში შესასვლელი კარის შუშა, გარე ფასადი და უხეშად მოხდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა.


გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 7,974 გრ. ნარკოტიკულ საშუალება კოკაინს (ფუძე), რაც სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.


სამართალდამცველებმა ბრალდებულები 22 ივლისს დააკავეს, მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, ჩადენილი ჯგუფურად), 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით) და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - აცხადებენ პროკურატურაში.