გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დავით სონღულაშვილი: წლევანდელი მოსავლის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია

24-07-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც ატმის და ვაშლატამას მოსავლის აღების და დაბინავების პროცესს გაეცნო.


„ატამი და ვაშლატამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. დღეს გურჯაანში ადგილზე გავეცანით მოსავლის აღების პროცესს, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, 16 მილიონ დოლარზე მეტი უკვე ექსპორტირებულია.


წლევანდელი მოსავლის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია. მნიშვნელოვანია, რომ საშუალო ფასი სტაბილურია. საკმაოდ მაღალი საშუალო ფასია საექსპორტო პროდუქციაზეც, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ის ღირებულებათა ჯაჭვი, რომელიც სოფლის მეურნეობაში არსებობს და რომელიც სოფლის მეურნეობის სააგენტოს მიერ არის მხარდაჭერილი, ერთობლიობაში ქმნის პროდუქციის უწყვეტი მიწოდების ციკლს და შესაძლებლობას იძლევა, რომ შენარჩუნდეს საშუალო მაღალი ფასი და, აქედან გამომდინარე, თითოეული ადამიანი, ვინც ამ პროცესში არის ჩართული, მოყვანიდან რეალიზაციამდე, იყოს კმაყოფილი, რაც კიდევ ერთხელ აღინიშნა ფერმერებთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.