გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი კახეთში რწყვის მიმდინარეობის საკითხებს გაეცნო

25-07-2025

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა  დირექტორმა  გიგლა თამაზაშვილმა, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად,  თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში   ილტოს, ნაურდლის, ზემო ალაზნის სათავე ნაგებობები და სამელიორაციო არხები  დაათვალიერა და მათ გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნო. გენერალურმა დირექტორმა არსებულ საჭიროებებზე მოისმინა ინფორმაცია.   


როგორც გიგლა თამაზაშვილმა განაცხადა, ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო წარმოების ზრდისთვის გამართული სარწყავი ინფრასტრუქტურა ერთ-ერთ აუცილებელი წინაპირობა. კომპანია სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით არაერთ პროექტს ახორციელებს.


აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში კახეთში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დამატებით წყალუზრუნველყოფილია    20 140 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, სარწყავი წყლის მიწოდება 16 285 ჰექტარზე გაუმჯობესდა, ხოლო დრენირებული მიწის ფართობის რაოდენობა 8725 ჰექტარს შეადგენს.