გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის, კომერციულ მოსყიდვაში დახმარების და ყალბი დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

26-07-2025

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის, კომერციულ მოსყიდვაში დახმარების და გასაღების მიზნით ყალბი დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ინსპექტორმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ტექნიკურად გაუმართავ მნიშვნელოვანი ხარვეზის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი გასცა, ხოლო სანაცვლოდ, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან ერთად მოქალაქისგან მოითხოვა და აიღო 100   ლარი.


ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (კომერციული მოსყიდვა იმ პირის მიერ, რომელიც საწარმოში ახორციელებს სპეციალურ უფლებამოსილებას, პირდაპირ თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ ფულის მოთხოვნა ან მიღება, რათა მან განახორციელოს რაიმე ქმედება სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, მომსყიდველი პირის ინტერესებისთვის, ჩადენილი ჯგუფურად) და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის,  დამზადება გასაღების მიზნით ან გასაღება), ხოლო მეორე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25. 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (კომერციულ მოსყიდვაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება შეეფარდათ.