გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მარნეულში ვტომანქანას სატვირთო მატარებელი დაეჯახა - გარდაცვლილია ორი ადამიანი

22-11-2018

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში მსუბუქ ავტომანქანას სატვირთო მატარებელი დაეჯახა. შეხაჯება იმ დროს მოხდა, როდესაც მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ლიანდაგზე გადასვლას ცდილობდა.


არსებული ინფორმაციით, მემანქანის ხმოვანი სიგნალის მიუხედავად, მძღოლმა მოძრაობა განაგრძო და მატარებელი შეეჯახა. შეჯახების შედეგად მსუბუქ ავტომობილში მჯდომი ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანისას.


როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 275-ე მუხლით აღიძრა, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა სპეციალურად ევალება, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.


Ipn.ge