გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივ დევნაზე საუბრობს

27-07-2025

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რეტკლიფი ჯონ ბრენანის, ჯეიმს კომის და ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ ბრალდებებზე და სისხლისსამართლებრივ დევნაზე საუბრობს.


ამის შესახებ რეტკლიფმა FOX NEWS- თან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ სავარაუდოდ, სისხლისსამართლებრივი დევნა ელით „Russiagate"-ის შეთქმულებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.


„სწორედ აქედან გამომდინარე გავაკეთე ის მიმართვები, რაც გავაკეთე. ეროვნული დაზვერვის დეპარტამენტის უფროსმა, გაბარდმაც უკვე გაგზავნა მასალები... ჩვენ გავაგრძელებთ სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას, რაც დაეხმარება იუსტიციის დეპარტამენტს, წარადგინოს სამართლიანი და ობიექტური სარჩელები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებმაც ეს თაღლითობა ჩაიდინეს ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ“- განაცხადა რეტკლიფმა.