გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სურსათის ეროვნული სააგენტო საკურორტო ზონებში საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს

28-07-2025

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორები ბათუმის, ქობულეთისა და მაღალმთიანი აჭარის კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებენ. ადგილობრივი მოსახლეობისა და დამსვენებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება ობიექტებში, რომლებსაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს.


სააგენტოს სპეციალისტები ამოწმებენ სამზარეულოს სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, სურსათის შენახვისა და დამზადების პირობებს, ვადებს, ეტიკეტირებას, ნედლეულის მიკვლევადობას.  


სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის პარალელურად, ბიზნესოპერატორებს  აცნობს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს და გასცემს რეკომენდაციებს. შედეგად საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რასაც მოწმობს სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლენილ დარღვევათა შემცირებული რაოდენობა. თუმცა, კვლავ გამოწვევად რჩება არალეგალური საქმიანობა, რაც განსაკუთრებით მატულობს საკურორტო სეზონზე.


სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, დარეგისტრირდნენ ბიზნესოპერტაორად და საქმიანობა განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.