გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორად დავით გიორგაძე დაინიშნა

28-07-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორად დავით გიორგაძე დაინიშნა.

 

ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა წარუდგინა.

 

მინისტრის მოადგილემ დავით გიორგაძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას წარმატებები უსურვა.

 

დავით გიორგაძეს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის იკავებდა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსის თანამდებობას. მისი პროფესიული საქმიანობა უკავშირდებოდა იურიდიულ სფეროს როგორც საჯარო უწყებებში, ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საბანკო სექტორში.