გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საერთაშორისო ევროპული მოძრაობის (EMI) კვლევა: ევროპელთა 41 პროცენტს არასდროს სმენია მარკ რუტეს შესახებ, 45 პროცენტს რობერტა მეცოლას, 48 პროცენტს კი კაია კალასის შესახებ

29-07-2025

ევროპის მოსახლეობის 40%-ზე მეტს არ სმენია ისეთი პოლიტიკოსების შესახებ, როგორებიც არიან ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი. ამის შესახებ საერთაშორისო ევროპული მოძრაობის (EMI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით ხდება ცნობილი.


როგორც კვლევის დასკვნაშია აღნიშნული, ევროპელთა 48%-სთვის კარგად არის ცნობილი ევროკომისიის ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლაიენის საქმიანობის შესახებ, ხოლო 23%-ს მის შესახებ სულ მცირე, სმენია. ამავდროულად, ბევრი წამყვანი პოლიტიკოსი ნაკლებად ცნობილია: გამოკითხულთა 41%-ს არასდროს სმენია მარკ რუტეს შესახებ, 45%-ს არასდროს სმენია ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლას შესახებ, ხოლო 48%-ს არასდროს სმენია კაია კალასის შესახებ.


გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 21%-მა განაცხადა, რომ „საკმაოდ იცნობდა“ რუტეს საქმიანობას, 18% - მეცოლას და 14% - კალასის საქმიანობას. ევროკავშირის მთავარ პოლიტიკურ ფიგურებს შორის, ყველაზე ნაკლებად ცნობილია თავდაცვის ევროკომისარი, ანდრიუს კუბილიუსი: გამოკითხულთა 60%-ს არასდროს სმენია მის შესახებ.


საერთაშორისო ევროპული მოძრაობა (EMI) 1948 წელს მშვიდობის, დემოკრატიისა და ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით დაარსებული ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს ევროპის სამოქალაქო საზოგადოებას, დამსაქმებლებს, პროფკავშირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ თვითმმართველობასა და აკადემიურ წრეებს. ორგანიზაციის მიერ 2025 წლის ივნისის თვის კვლევის საველე სამუშაოების პერიოდი 3-10 ივნისი იყო. გამოკითხვა ჩატარდა იტალიაში, პოლონეთში, შვედეთში, საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიასა და რუმინეთში, 18 წლიდან მოქალაქეებში ონლაინ-ინტერვიუს სახით.