გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

30-07-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს კახეთში, სამეგრელოსა და აჭარაში.


ახმეტის, ჩხოროწყუს, ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეები, უმეტესად სახელმწიფო ტყეში უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეებისგან დამზადებული დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ.


ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 92 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).


სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. იმ  ფაქტების მასალები კი, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.