გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 36 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

30-07-2025

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 36 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.


უწყების ცნობით, ქვეყნიდან გააძევეს: აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ბელორუსის, ეგვიპტის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ნეპალის, ნიგერიის, პაკისტანის, რუსეთის, ფილიპინების და ჩინეთის - ჯამში 36 მოქალაქე.


მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.


როგორც შსს-ში აღნიშნავენ, მიმდინარე თვეში, მიგრაციის დეპარტამენტმა უწყების სხვა დანაყოფებთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 115 მოქალაქე საქართველოდან გააძევა, ხოლო 2025 წლის 7 თვის სტატისტიკური მონაცემებით, სულ გაძევებულია უცხო ქვეყნის 640 მოქალაქე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 233 პროცენტიან ზრდას წარმოადგენს.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება.