გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

თელავში თანამედროვე სტანდარტების 130-ადგილიანი სასტუმრო აშენდება

22-11-2018

თელავში ყოფილი „ინტურისტის” ადგილზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 130-ადგილიანი სასტუმრო აშენდება.


სასტუმროს მშენებლობაში იტალიელმა არქიტექტორმა, მიკელე დე ლუკამ შენობის არქიტექტურული თავსებადობა გაითვალისწინა.


მშენებელმა კომპანიამ დღეს საზოგადოებას სასტუმროს მშენებლობის კონცეფცია წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, შენარჩუნებულია სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული ვახვახიშვილების ისტორიული და უნიკალური მარანი.


ყოფილი სასტუმრო „ინტურისტის” 12- სართულიანი შენობის დემონტაჟი აქტიურად მიმდინარეობს.


სასტუმროს ასაშენებლად 40 ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. პროექტის მიხედვით, ახალი სასტუმროს მშენებლობა 2021 წლის პირველ კვარტალში დასრულდება.


1tv.ge