« აგვისტო 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
30-07-2025
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას ხელმძღვანელობით, ქართული ენის სწავლების აღდგენის საკითხებზე სპეციალურად შექმნილი კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართა.
ზვიად გაბისონიას თქმით, სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლის წესი ითვალისწინებს არა მხოლოდ ქართულ, არამედ აფხაზური ენის სწავლებასაც, რაც უმნიშვნელოვანესია. მინისტრის მოადგილის განცხადებით, უნივერსიტეტებს ეძლევათ არჩევანის თავისუფლება, თავად განსაზღვრონ კურსის გავლის სემესტრი – სწავლება 2025-2026 სასწავლო წლის პირველივე სემესტრში დაიწყონ ან მათთვის სასურველი სემესტრი შეარჩიონ.
დარგის ექსპერტებისგან შემდგარი კომისია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს 2025 წლის საგაზაფხულო სესიაზე უმაღლესი განათლების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, უნივერსიტეტებში სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლის წესის შემუშავებას. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლა სავალდებულო გახდა.
კომისიის მიერ შემუშავებული პროექტი შემდეგ ეტაპზე რექტორთა საბჭოს წარედგინება და უნივერსიტეტების მოსაზრებების გათვალისწინებით, გადამუშავებული სახით დამტკიცდება.
აღსანიშნავია, რომ სპეციალური კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, სტუდენტი შეძლებს როგორც ზეპირი და წერილობითი აკადემიური კომუნიკაციის სრულყოფილად წარმართვას, ასევე ზოგადი და პროფესიული შინაარსის ინფორმაციის ანალიზს, სახელმწიფო ენის როლის გააზრებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი რესურსების გამოყენებას.