გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მებაჟე ოფიცრებმა სარფში სამართალდარღვევის ფაქტი აღკვეთეს

31-07-2025

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი" კანონდარღვევის ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 89. 03 გრამი) და არადეკლარირებული თანხა (85 350 რუსული რუბლი და 20 750 ევრო) გამოავლინეს.


არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების საბაჟო ღირებულებამ 15223.24 ლარი შეადგინა, ხოლო არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 66 502 ლარი.


აღნიშნული საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.