გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კასპში, ომარ კელაპტრიშვილის კულტურის ცენტრთან არსებულმა ბენდმა ,,Old Strings-ძველი სიმები" სადებიუტო კონცერტი გამართა

31-07-2025

ომარ კელაპტრიშვილის კულტურის ცენტრში, ცენტრთან არსებულმა მუსიკალურმა ბენდმა ,,Old Strings-ძველი სიმები" სადებიუტო სოლო კონცერტი გამართა.


,,Old Strings-ძველი სიმები" ორი წლის წინ კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით ჩამოყალიბდა.


ბენდის წევრებმა თავდაუზოგავი შრომის ფასად მალევე შეძლეს საკუთარი შემოქმედებით მაყურებლის წინაშე გამოსვლა და მათი მხარდაჭერის მოპოვება.
პროფესიონალი მუსიკოსები ცდილობენ სიმღერები მაყურებლის გემოვნებას მოარგონ.


ბენდის შემადგენლობა ასეთია: კლავიში - კობა კრიჭაშვილი, გიტარა - ჯაბა ნონიაშვილი, ბას გიტარა - გია ყაზარაშვილი, დრამი - მიხეილ ქოსაშვილი, ვოკალი და სინთეზი - ხატია მამულაშვილი.


სადებიუტო სოლო კონცერტს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.


კასპის მუნიციპალიტეტის მერია ბენდს - ,,Old Strings-ძველი სიმები" - ულოცავს პირველ სოლო კონცერტს და წარმატებებს უსურვებს.