გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პრემიერ-მინისტრი თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა

31-07-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ აბდულქადირ ურალოღლუს შეხვდა, რომელიც თბილისში საქართველო-თურქეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-6 სხდომის ფარგლებში იმყოფება.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე. აღინიშნა ერთობლივი ეკონომიკური კომისიის როლი ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაში.


საუბრისას განიხილეს რეგიონული და სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს კავშირების გაძლიერებას.


შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს დიალოგს და ამ გზით რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.


შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.