გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სოფელ კეხოვანში სატყეო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1-08-2025

სამცხე-ჯავახეთში, სოფელ კეხოვანში, 3 კილომეტრამდე მონაკვეთზე სატყეო გზების მოწყობის სამუშაოები პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში"  II ფაზის ფარგლებში მიმდინარეობს.


„ეროვნული სატყეო სააგენტო სატყეო-სამეურნეო გზების რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. სოფელ კეხოვანში, სატყეო გზების მოწყობა სლოვენიური პრაქტიკისა და ევროსტანდარტების გათვალისწინებით ხორციელდება. გზების მოწყობა არა მარტო საშეშე მერქანზე ხელმისაწვდომობის ამარტივებს, არამედ, ეფექტიანად ხორციელდება ტყის მოვლა-აღდგენის, საჭიროების შემთხვევაში კი, ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებები“, - აღნიშნა სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსმა კობა სილაგაძემ.


პროექტი „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, მსოფლიო ბუნების ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის და ზავიტა კონსალტინგის კონსორციუმის მიერ ხორციელდება.