გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე: შოვში მოეწყობა მემორიალი, ასევე, უახლოეს მომავალში დაიწყება ტაძრის მშენებლობა - ამით კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს დაღუპულთა ხსოვნას

3-08-2025

შოვში მოეწყობა მემორიალი, ასევე, უახლოეს მომავალში დაიწყება ტაძრის მშენებლობა - ამით კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს დაღუპულთა ხსოვნას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შოვში განუცხადა, სადაც პატივი მიაგო შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.


მისი თქმით, თვენახევარში უკვე დასრულდება მემორიალის მოპირკეთების სამუშაოები.


„შოვში მოეწყობა მემორიალი, თვენახევარში უკვე დასრულდება მოპირკეთების სამუშაოები. ასევე, უახლოეს მომავალში დაიწყება ტაძრის მშენებლობა. პროექტი მომზადებულია, კიდევ ერთხელ გავეცანით ამ პროექტს და უახლოეს მომავალში დაიწყება ტაძრის მშენებლობა. ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია და მათ შორის დაღუპულთა ახლობლებისათვის, რომლებიც ხშირად ამოდიან აქ, ტრაგედიის ადგილზე. ყველასთვის მნიშვნელოვანია ის, რომ შოვში აშენდეს ეს ტაძარი, მათ შორის, იმისათვის, რომ ჩვენ ამითაც კიდევ ერთხელ მივაგოთ პატივი დაღუპულთა ხსოვნას", - განაცხადა პრემიერმა.