გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის დაწვის 3 ფაქტი გამოავლინეს

4-08-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში - დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, ასევე, ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ნარჩენების წვის 3 ფაქტი გამოავლინეს.


სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.


მოსავლის აღების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვის მავნე პრაქტიკა საფრთხეს უქმნის ქარსაცავ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას; იწვევს ნიადაგის თვისებების გაუარესებას, ნაყოფიერების დონის შემცირებას და საბოლოოდ, ნიადაგის დეგრადაციას; ხელოვნური ხანძრები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს, ბიომრავალფეროვნებას, იწვევს გაუდაბნოებას.


სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა დასჯადია და  ითვალისწინებს 500-ლარიან ჯარიმას. სამართალდარღვევის  გარემოებებიდან გამომდინარე, სამართალდამრღვევს ჯარიმის სახით 1500 ლარისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდაც  შეიძლება მოუწიოს.  


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.