გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

თეა წულუკიანი: კომისიის დასკვნა შედგება რამდენიმე თავისგან, თავი - მკვლელობებსა და ძალადობაზე სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ, თავი - სასჯელაღსრულებაში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე და თავი - 2008 წლის აგვისტოს ომის პროპაგანდაზე

4-08-2025

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, სხდომაზე კომისიის დასკვნის სტრუქტურაზე ისაუბრა.


თეა წულუკიანის განცხადებით, კომისიის დასკვნა შედგება სხვადასხვა თავისგან, რომელთა შორისაც არის თავი მკვლელობებსა და ძალადობაზე ჩადენილი სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ, თავი სასჯელაღსრულებაში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე.


„ჩვენ დასკვნა შევადგინეთ რამდენიმე თავად. თავი, რომელიც ეძღვნება სასჯელაღსრულებაში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ფაქტებზე დაფუძნებით არის წარმოდგენილი აქ ყველა მასალა. თავი, რომელიც ეძღვნება მკვლელობებსა და ძალადობას, ჩადენილს სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ. თავი, რომელიც ეძღვნება ქონებრივი უფლებების დარღვევასა და ბიზნესის რეკეტს. ცალკე თავია გამოყოფილი მედიის გამოხატვის თავისუფლების და მედიის მესაკუთრეების წინააღმდეგ ტერორსა და მათ უფლებებს და დარღვევებზე. ასევე, არის შედარებით ნაკლები მოცულობის თავი, რომელიც ეძღვნება ჩვენი მოქალაქეების პირადი ცხოვრების დაცულობის ხელყოფის უხეშ ფაქტებს, მათ პირად სივრცეებში ფარული ჩანაწერების კეთებასა და შემდეგ ამ ჩანაწერების შანტაჟისტის გამოყენების ფაქტებს. ცალკე თავია მიძღვნილი იმ ფაქტებისადმი, რომელიც გამოიკვეთა ყველას თვალწინ, ახსნა განმარტებების შედეგად, იქნებოდნენ ეს გენერლები, თუ სხვა პირები, მსხვერპლები, ვინც ჩვენ გამოვკითხეთ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით და რა საკვირველია, თავი, რომელიც ეძღვნება ომის პროპაგანდას, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობებს და ეს არის 2012 წლიდან დღემდე, სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესი.


მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ჩვენ მოგვმართა და მათ ვუთხრა კომისიის სახელით, რომ ჩვენ ვიმსჯელეთ და გადაწყვეტილება გვაქვს ასეთი, რომ დასკვნის განუყოფელ ნაწილად იქცეს ყველა ის განცხადება, რომელიც თქვენ წარადგინეთ არაერთი მათგანი ამ დასკვნაში ასახულია, მაგრამ არის განცხადებები, რომლებიც დასკვნაში სრულყოფილად ასახული ვერ იყოს, ეს გასაგებიც არის, ამიტომ ყველა განცხადება ჩაითვლება ამ დასკვნის განუყოფელ ნაწილად. მას შემდგე რაც კომისია დაასრულებს მუშაობას, რა საკვირველია, პარლამენტი, ჩვენ, ვაგრძელებთ პარლამენტის წევრის სტატუსით და ფუნქციებით მუშაობას და თითოეული განცხადების შესწავლა გაგრძელდება დასკვნის მიღმაც და საჭიროების შემთხვევებში გადაიგზავნება შესაბამის უწყებებში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.