გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე გაეროს კონფერენციაში მონაწილეობს

5-08-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთში, ქალაქ ავაზაში, გაეროს კონფერენციაში მონაწილეობს.


კონფერენციის მონაწილე ლიდერებს თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მასპინძლობენ.

საქართველოს მთავრობის მეთაური კონფერენციის ოფიციალურ გახსნას დაესწრო, რომლის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ანტონიო გუტიერეშმა და სერდარ ბერდიმუჰამედოვმა.

ირაკლი კობახიძე კონფერენციაზე დღეს სიტყვით გამოვა. პრემიერ-მინისტრი აქცენტს გააკეთებს საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, ქვეყნის - როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის - როლზე, რომელიც ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას დაკავშირებადობის კუთხით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს.


გაეროს კონფერენციის გახსნამდე სამიტის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერებს სიტყვით მიმართა თურქმენეთის ეროვნულმა ლიდერმა, სახალხო საბჭოს თავმჯდომარე გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა.


ოფიციალურ ღონისძიებას ავაზას კონგრესცენტრში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად დაესწრო.